ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძე: მე მგონი, ვრჩები, ვრჩები!

10 ოქტომბერი, 2016 • 1694
პაატა ბურჭულაძე: მე მგონი, ვრჩები, ვრჩები!

“მე მგონი, ვრჩები, ვრჩები, ვრჩები!”- ასე უპასუხა პაატა ბურჭულაძემ კითხვას, რჩება თუ არა პილიტიკაში. ბურჭულაძის თქმით, იგი 2 დღეში გამართავს ბრიფინგს საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის შესახებ.

“ეს იყო ყველაზე უღირსი მეთოდებით ჩატარებული არჩევნები. მზადების პროცესი იყო ძალიან უღირსი. წარმოიდგინეთ, რა ტიპის პარლამენტი მივიღეთ, რა პოლიტიკოსები ისხდებიან პარლამენტში და როგორი რანგის პოლიტიკოსები არ იქნებიან პარლამენტში, ჩემი თავი არ მაქვს მხედველობაში. მე ორ დღეში გავაკეთებ ბრიფინგს და მანამდე უნდა დაველაპარკო ჩემს გუნდს. ბრიფინგს იმის შესახებ, თუ რა კრიზისშია საქართველო.

მე ვარ პოლიტიკაში, როგორც ვიყავი და არსებობს ჩემი პარტია, რომელსაც აქვს უნარი, რომ ქვეყანა დააყენოს ფეხზე. პარტია არსებობს და მეც ვარ აქ,” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, თუ როგორ აპირებს გიორგი ვაშაძესთან ურთიერთობის გაგრძელებას, ბურჭულაძე პასუხობს, რომ ძალიან კარგად გააგრძელებს მასთან ურთიერთობას.

პარტიამ “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ცესკოს ამ დროის მონაცემებით, ხმათა 3.45% მიიღო და ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი