ახალი ამბები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო

2 ივლისი, 2012 •
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო
დღეს, 2 ივლისს მაწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები პროფესიული უნარების გამოცდით დაიწყო.
 
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდაზე 7894 პედაგოგი გავა, ხოლო ჯამში პროფესიულ უნარებს 31880 ადამიანი ჩააბარებს.
 
გამოცდები პროფესიულ უნარებში მთელი საქართველოს მასშტაბით 2, 3, 4 და 5 ივლისს ჩატარდება.
 
სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიმატა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მსურველთა რაოდენობამ. 2011 წელს 24 ათასამდე პედაგოგმა გაიარა რეგისტრაცია, ხოლო 2012 წელს ეს რიცხვი 40 ათასამდე გაიზარდა. 
 
“პედაგოგთა მოტივაციის გაზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, ერთ-ერთი მათ შორის გაზრდილი ხელფასებია. სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემა ასეთია: სერტიფიცირების დანამატი– 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში – 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი აქვთ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას აბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით ეზრდებათ,”– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი