ახალი ამბები

ივანიშვილი მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნის შესახებ

1 ივლისი, 2012 •
ივანიშვილი მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნის შესახებ

“პრემიერ-მინისტრის პოსტი საპენსიო პოსტი იყო და არაფერს წარმოადგენდა აქამდე. ახლა გაუგებარია ჩემთვის, დააწინაურეს მერაბიშვილი, თუ პოლიციას ჩამოაშორეს,” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

მისივე თქმით, ის უფრო სრულყოფილი ანალიზის გაკეთებას ამ საკითხზე მას შემდეგ შეძლებს, რაც მთავრობის ფორმირების პროცესი დასრულდება.

 

გუშინ, 30 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად დანიშნა, შესაბამისად, ახალმა პრემიერ-მინისტრმა ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა წარადგინოს პარლამენტის წინაშე.

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, სააკაშვილის თქმით, მთავრობის საპარტნიორო ფონდს უხელმძღვანელებს, ხოლო მერაბიშვილის შემცვლელის ვინაობა შს მინისტრის თანამდებობაზე ამ დრომდე უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი