ახალი ამბები

“ქართული ოცნების” მაჟორიტარები მცხეთა-მთიანეთში

1 ივლისი, 2012 •
“ქართული ოცნების” მაჟორიტარები მცხეთა-მთიანეთში

მცხეთაში ივანიშვილმა  ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი დიმიტრი ხუნდაძე დაასახელა:

 

“ის ძალიან ცნობილი ექიმია, ჩემი ოჯახის ექიმიც გახლდათ და ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო მან, ისე, როგორც მე, რომ დადგეს ჩვენ გვერდით”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კიდევ ერთი ექიმი – მირიან წიკლაური იბრძოლებს ყაზბეგში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის “ქართული ოცნების” სახელით.

 

დუშეთი ბიძინა ივანიშვილმა მისი მეგობარი ირაკლი ტრიპოლსკი წარადგინა:

 

“ირაკლი ჩემი დიდი ხნის მეგობარია, სტუდენტობიდან, 30-35 წელია ვმეგობრობთ, ის არის კარგი რეჟისორი და ცნობილი მსახიობის იაკობ ტრიპოლსკის შვილი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

თიანეთში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იურისტი ზაქარია ქუცნაშვილია.

 

ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების შემდეგ განაცხადა, რომ შემდეგი აქცია 15 ივლისს გორში გაიმართება.

 

“ქართული ოცნების” პირველი მასშტაბური აქცია თბილისში 27 მაისს გაიმართა. ამის შემდეგ აქცია გაიმართა ქუთაისსა და ოზურგეთში. ხოლო დღეს კოალიციის მასშტაბური მიტინგი მცხეთაში ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი