ახალი ამბები

გადალახავენ თუ არა “პატრიოტები” ბარიერს – ცესკოს განმარტება

10 ოქტომბერი, 2016 • 1918
გადალახავენ თუ არა “პატრიოტები” ბარიერს – ცესკოს განმარტება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, არჩევნების წინასწარი შედეგები ზუსტდება და გადამოწმებული მონაცემები ცოტა ხანში გახდება ცნობილი. ცესკოს “ნეტგაზეთი” მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში უზუსტობა აღმოჩნდა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჯამში, პარტიებმა მიიღეს 1 762 975 ხმა. იმ შემთხვევაში, თუკი “პატრიოტთა ალიანსმა” მიიღო ამ ხმების 5%, გამოდის, რომ მას უნდა მიეღო 88 148 ხმა, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით კი, პატრიოტებმა მიიღეს 88 032 ხმა, ანუ ხმების 4.99%.

მასალების გადაბეჭდვის წესი