აზერბაიჯანის დედაქალაქში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელოში წყალდიდობის გამო ვიზიტი შეწყვიტა.
ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება.
“საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში Crans Montana ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. ქვეყნის პირველი პირი ბაქოში ილჰამ ალიევი და და ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის ჟან-პოლ კარტერონის პირადი მიწვევით ჩავიდა,”- ნათქვამია პრეზინდეტის ფეისბუქის გვერდზე.