ახალი ამბები

შსს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ოჯახზე შესაძლო ძალადობის ფაქტს იძიებს

10 ოქტომბერი, 2016 • 1083
შსს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ოჯახზე შესაძლო ძალადობის ფაქტს იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება ხარაგაულში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ოჯახზე შესაძლო ძალადობის ფაქტს იძიებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისას საარჩევნო უბნის კომისიის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, დავით მახათაძე, ამავე სოფლის რწმუნებულს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

დავით მახათაძის თქმით, რწმუნებული 4 პირთან ერთად ჯერ თავად მას დაუპირისპირდა, შემდეგ კი 20 პირთან ერთად მისი ოჯახის წევრები სცემა. პოლიციამ მახათაძის ოჯახი უკვვე დაკითხა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლითაა აღძრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი