ახალი ამბები

ახალგაზრდა რეჟისორები რეგიონებში სპექტაკლებს დადგამენ

29 ივნისი, 2012 •
ახალგაზრდა რეჟისორები რეგიონებში სპექტაკლებს დადგამენ

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დიპლომანტი რეჟისორები საქართველოს ხუთი რეგიონის თეატრებში ახალ სპექტაკლებს დადგამენ.

დავით ჩხარტიშვილი, ირაკლი ძნელაძე, თამარ პოპიაშვილი, ჯაბა პაპუაშვილი და მიხეილ ჩარკვიანი სპექტაკლებს ქუთაისში, ახალციხეში, თელავში, ჭიათურასა და ბათუმში დადგამენ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აღნიშნულ თეატრებს
ამ სპექტაკლების სადადგმო ხარჯებს გამოუყოფს (თითოეულს 8000 ლარის ოდენობით).

ასევე კულტურის სამინისტრო  დიპლომანტ რეჟისორებს სამივლინებო ხარჯებითა და საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი