ახალი ამბები

სააპელააციო სასამართლომ ივანიშვილის მოქალაქეობაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

29 ივნისი, 2012 • • 2914
სააპელააციო სასამართლომ ივანიშვილის მოქალაქეობაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში აუცილებლად გაასაჩივრებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თუმცა, ადვოკატის რწმენით, ამას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს.

 

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ქართული სასამართლო პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მისი გადაწყვეტილებაც პოლიტიკურად არის მოტივირებული. სანდრო ბარამიძის აზრით, ვერც ერთი ქართველი მოსამართლე ვერ შეძლებს, რომ პრეზიდენტის ის ბრძანებულება უკანონოდ გამოაცხადოს, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. 

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ, 2011 წლის შემოდგომაზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა №602 ბრძანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს. ამის მიზეზად ის დასახელდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 27 დეკემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეკატერინე ხვედელიძეს აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა, ივანიშვილს კი არა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი