“ლიცენზირებული ტელევიზია იქნება, სავარაუდოდ, დაიწყება როგორც საკაბელო ტელევიზია და იქნება გლობალზე. იქნება საყმაწვილო შემეცნებით–გასართობი არხი”, – განაცხადა ქეთი მგელაძემ.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახურის წარმომადგენლის ხატია ყურაშვილის განცხადებით, ამჟამად კომისიაში GDS TV–დან ლიცენზიაზე მოთხოვნა არ შესულა:
“მე–9 არხის ტექნიკურმა დირექტორმა, ვლადიმერ შენგელაიამ მიიღო ორი თვის წინ კომისიიდან თანამგზავრის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზია, ეს ლიცენზია მოქმედია და ჩვეულებრივად შეეძლება მაუწყებლობა. სავარაუდოდ, ამ ლიცენზიის გამოყენებას აპირებს ბერა ივანიშვილის ტელევიზია. ჩვენთან ამ დროისთვის ლიცენზიაზე რაიმე სხვა სახის განაცხადი შემოსული არ არის”, – განაცხადა ხატია ყურაშვილმა.
თუმცა ბერას პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ტელევიზია ვლადიმერ შენგელიას მიერ აღებულ ლიცენზიას არ გამოიყენებს:
“ეს იქნება დამოუკიდებელი, ახალი ლიცენზიის საფუძველზე შექმნილი ტელევიზია”, – განაცხადა ქეთი მგელაძემ.
დეტალები იმის შესახებ, იყიდის თუ არა GDS TV ლიცენზიას სხვა რომელიმე არხისგან, რა სახის პროგრამებს შესთავაზებს არხი მაყურებელს და გავა თუ არა Georgian Dream Studio–ს მიერ მომზადებული გადაცემები მე–9 არხზე, ორ კვირაში გახდება ცნობილი.
ბერა ივანიშვილმა საკუთარი ტელევიზიის შექმნის შესახებ ინფორმაცია საკუთარ facebook გვერდზე გაავრცელა და ტელევიზიის პრომოვიდეოც დადო.