ახალი ამბები

შსს: ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევის ორგანიზატორი დაკავებულია

9 ოქტომბერი, 2016 •
შსს: ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევის ორგანიზატორი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამნისტროს ცნობით, სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში 79-ე საარჩევნო უბნის დარბევის მონაწილე და ორგანოზატორი იდენტიფიცირებული და დაკავებულია. რაც შეეხება სხვა მონაწილე პირებს, მათ პოლიცია ეძებს.

გუშინ, 8 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის 108-ე და 79-ზე უბნებზე 10-მდე ადამიანი შეიჭრა და დაარბია. როგორც თვითმხილველი, 79-ე უბნის კომისიის წევრი გულნარა ბენდელიანი ამბობს, მათ ფეხით შემოანგრიეს უბნის კარი და უბანი დაარბიეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შსს-ს ცნობით,  დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-ს ცნობითვე, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს  სსკ-ს 162-ეს პრიმა (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) და 163-ე მუხლებით (საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა) დაიწყეს. ასევე 163-ე უხლით მიმდინარეობს გამოძიება N 108-ე საარჩევნო უბნის დარბევასთან დაკავშირებითაც.

“სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებული და დაკავებულია დარბევის ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე პირი. მის მიმართ ხორციელდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება,”- აცხადებს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი