ნიუ იორკში ჩატარებულ არჩევნებში ენმ-მ გაიმარჯვა

ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ისევე როგორც საქართველოში, საარჩევნო დღე დილის რვა საათზე დაიწყო და საღამოს რვა საათამდე გაგრძელდა. როგორც მეცხრე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ გელა გელაშვილმა განაცხადა, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა.

ხმის მიცემის პროცესში მერვე და მეცხრე საარჩევნო უბანზე მონაწილეობა სულ 369 ამომრჩეველმა მიიღო, აქედან მეცხრე უბანზე 198 ამომრჩევლიდან “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ხმა 125-მა ადამიანმა მისცა, “ქართულ ოცნებას – დემოკრატიულ საქართელოს” –  38–მა. დანარჩენმა პარტიებმა ათი ხმის “ბარიერიც” ვერ გადალახეს, თუ არ ჩავთვლით “რესპუბლიკელებსა” და  “თავისუფალ დემოკრატებს”, რომლებმაც 11 –11 ხმა მიიღეს.

მერვე უბანზე (171 ამომრჩეველი) “ნაციონალური მოძრაობის ” საარჩევნო ციფრი  111–მა ამომრჩეველმა შემოხაზა, “ქართული ოცნების” – 37 – მა.  გელა გელაშვილის განცხადებით,  მისდამი რწმუნებულ უბანზე ხმის მიცემის უფლებით ორმოცდაათამდე ადამიანმა ვერ ისარგებლა საქართველოს საკონსულოში აღრიცხვის, საპასპორტო რეგისტრაციის არქონის, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის და სხვა ტექნიკური მიზეზის გამო. მისივე განცხადებით, ცესკოს სახელზე საჩივარი არ შესულა. ერთი ბიულეტენი კი ბათილაც ცნეს.

არჩევნები ნიუ იორკში, 8.10.2016. ფოტო: ია მერკვილაძე

არჩევნები ნიუ იორკში, 8.10.2016. ფოტო: ია მერკვილაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი