ცესკოსთან ნაციონალური მოძრაობის აქცია მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან  “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები ოქმების დაგვიანებით ატვირთვას, შედეგების ვებ-გვერდზე დაგვიანებით განთავსებას და ოთხი ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების და ცესკოს შედეგების მსგავსებას აპროტესტებენ.

ცეკოსთან შეკრებილი წევრები აცხადებენ, რომ ის ოლქებში და უბნებში, სადაც დარწმუნებული იყვნენ გამარჯვებაში, “ქართულმა ოცნებამ” დაარბია.  “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ადანაშაულებენ ივანიშვილის მარიონეტობაში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.