ახალი ამბები

მამუკა ჯიბლაძესთან დაკავშირებულ კითხვებს ხვალ უპასუხებენ

27 ივნისი, 2012 •
მამუკა ჯიბლაძესთან დაკავშირებულ კითხვებს ხვალ უპასუხებენ

ხვალ, 28 ივნისს, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების დღეს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები ახალი ორგანიზაციის პრეზენტაციას გეგმავენ.

 

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, ორგანიზაციაში ყველა ის თანამშრომელია გაწევრიანებული, რომელმაც გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმინოშვილის დათხოვნის შემდეგ დატოვა. მათ შორისაა, მამუკა ჯიბლაძე, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გაუჩინარებული იყო და პოლიცია ეძებდა. 

“იმის გამო, რომ ორ კვირაზე მეტია, მედიასთან ერთგვარი ,,time out”-ი გვაქვს აღებული, ვუპასუხებთ ყველა იმ კითხვასაც, რომელიც აღნიშნულ საკითხს არ ეხება,”- წერს მიმინოშვილი  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

 

როგორც მიმინოშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებულ კითხვებსაც ხვალ უპასუხებენ.

 

ახალი ორგანიზაცია ,,საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია” ოფიციალურად 25 მაისს დარეგისტრირდა. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი