ახალი ამბები

ცესკო: საპარლამენტო არჩევნებში 1 814 276-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

8 ოქტომბერი, 2016 • 1482
ცესკო: საპარლამენტო არჩევნებში 1 814 276-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს, 8 ოქტომბერს, გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 1 814 276-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოენობის 51. 63 %-ია.

ცესკოს ცნობით, პირველადი შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება სპეციალურ ვებ-გვერდზე, მას შემდეგ, რაც საოლქო კომისიბიდან ოქმებს მიიღებენ. ცესკოში ასევე განაცხადეს, რომ მარნეულში, #48 უბანზე ამჟამად [22:35] ხმების დათვლა მიმდინარეობს, რასაც საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აკვირდებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი