ახალი ამბები

ცესკო: მარნეულში საარჩევნო უბანს ქვები დაუშინეს, ყუთი გატაცებული არაა

8 ოქტომბერი, 2016 • 1151
ცესკო: მარნეულში საარჩევნო უბანს ქვები დაუშინეს, ყუთი გატაცებული არაა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარნეულში, 48-ე საარჩევნო უბანზე შეკრებილია ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც საარჩევნო უბანს ქვები დაუშინეს, ისინი საარჩევნო უბანზე შეჭრას ცდილობენ. ამ დროისთვის ჩამტვრეულია ფანჯრები იმ სკოლის შენობაში, სადაც ეს საარჩევნო უბანია განთავსებული.

“ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიციას, თუმცა პოლიცია იცავს უბნის მიმდებარე ტერიტორიას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საარჩევნო ყუთი უბნიდან გატაცებულია, აღნიშნული არ შეეფერება სიმართლეს. უბნის კომისიის წევრები იცავენ ყუთს და არ აძლევენ ამ პირებს უბანზე შესვლის შესაძლებლობას”,- განაცხადეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე და დააკონკრეტეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით მეტ ინფორმაციას არ ფლობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი