ახალი ამბები

კონტროლის პალატა ფონდ “ქართუსგან” ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე პროკურატურას მიმართავს

26 ივნისი, 2012 •
კონტროლის პალატა ფონდ “ქართუსგან” ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე პროკურატურას მიმართავს

“მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკურ პირთან – ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა ,,ქართუმ“ 16,292,00 ლარი გადაურიცხა მოქალაქე უშანგი კუზანაშვილს, რომელიც აღნიშნული ფინანსური ტრანზაქციის განხორციელებამდე სამი დღით ადრე წევრიანდება პოლიტიკურ ორგანიზაციაში ,,ქართული ოცნება“ – ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.

 

ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიიჩნევენ, რომ “უშანგი კუზანაშვილის და ფონდი ,,ქართუს“ ქმედებათა შინაარსი და დროის მოკლე მონაკვეთში მათი განხორციელების ქრონოლოგია ქმნის საფუძველს ეჭვისათვის – აკრძალული საშუალებით ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შესახებ, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო დანაშაულებრივი ნიშნების არსებობაზე მიუთითებს.”

 

კონტროლის პალატამ, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის საფუძველზე, შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნულ ფაქტზე არსებული დოკუმენტური და ვიდეომასალა საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი