ახალი ამბები

სასამართლომ “ობიექტივის” მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

26 ივნისი, 2012 •
სასამართლომ “ობიექტივის” მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

“მე ვთქვი ჩემი აზრი მათზე და ახლაც ვადასტურებ, რომ მედიაკავშირი “ობიექტივი” არის შავრაზმული. ჩემთვის შავრაზმელობა სინონიმია ქსენოფობიის, ბნელობის”, – ეს განცხადება “რესპუბლიკური პარტიის” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია მასალკინმა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

 

სწორედ ამ გამონათქვამის – “შავრაზმელი” – უარყოფის მოთხოვნით მიმართა მედიაკავშირმა “ობიექტივმა” ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

 

“გთხოვთ, მოპასუხე გიორგი მასალკინს დაეკისროს იმავე მედია-საშუალებით მისივე გაკეთებული განცხადების უარყოფა შავრაზმელობასთან დაკავშირებით, რომელიც მან დააფიქსირა 2012 წლის 31 მარტს ტვ 25-ის ეთერში”, – ნათქვამია “ობიექტივის” სასარჩელო განცხადებაში.

 

აღნიშნულ საკითხზე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბოლო სხდომა ჩატარდა. სასამართლომ “ობიექტივის” მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი