ახალი ამბები

Live: საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

8 ოქტომბერი, 2016 •
Live: საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

თვალი ადევნეთ 8 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ახალ ამბებს განახლებად რეჟიმში.

[checklist]

  • დარბეულია კიდევ ერთი უბანი – ზუგდიდის საარჩევნო ოლქში. დაშავდა 2 უცხოელი დამკვირვებელი.
  • საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ხოლო აჭარაში- ავტონომიის  უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც. საარჩევნო უბნები 20.00 საათზე დაიხურა. მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი;
  • რუსთავი 2-ის მიერ შეკვეთილი ეგზიტპოლის მიხედვით პარლამენტში პროპორციული წესით მხოლოდ ორი პარტია მოხვდება, ხოლო ოთხი სხვა ტელევიზიის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებით კი პროპორციულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა სამმა პარტიამ: ქართული ოცნება, ენმ, პატრიოთა ალიანსი;
  • სპეცრაზმის ჩარევა გახდა საჭირო მარნეულის საარჩევნო ოლქის 48-ე უბანზე სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა – დაშავდნენ პოლიციელები და მოქალაქეები;
  • ცესკო წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას, სავარაუდოდ,  12 საათიდან დაიწყებს.

[/checklist] 

თვალი ადევნეთ მოვლენების განითარებას აქ. ახალი ამბები თქვენს ბრაუზერში ავტომატურად განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი