დაკავებულმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, რომელშიც აცხადებდა, რომ აჭარაში, სოფელ გონიოში, პროსტიტუციით იყო დაკავებული. მან ჟურნალისტებს ასევე უამბო სხვადასხვა ფაქტის შესახებ, რომელიც ტრეფიკინგის ნიშნებს შეიცავდა.
სამართალდაცვებმა იგი ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის [წვრილმანი ხულიგნობა] ბრალდებით დააკავეს. ეს მუხლი სამთვიან პატიმრობას, ან 100– ლარიანი ჯარიმას ითვალისწინებს.
პროცესზე პოლციელი დიასამიძე, რომელმაც სამართალდაღვევის ოქმი შეადგინა, მოსამართლეს თხოვდა, დაკავებულისთვის სამთვიანი პატიმრობა მიესაჯა და ამით “სხვების” საჩვენებლადაც დაესაჯა.
პოლიციელ დიასამიძის ჩვენებით, დაკავებული 20 ივლისს გონიოს ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა სხვა გოგონასთან ერთად, რომელსაც ლანძღავდა, შემდეგ კი ისროლა ბოთლი, რომელიც არავის მოხვედრია.
დაკავებულმა ქალბატონმა, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა, სასამართლოზე დაადასტურა პოლიციელის მონათხრობი.
მანამდე მან “ბათუმელებს” და სხვა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რესტორანში ტრაპზონის მერთან ერთად იჯდა.
გონიოში არალეგალური ბორდელების თემა ბოლო რამდენიმე დღეა გახდა აქტუალური. წუხელ, 24 ივნისის საღამოს გონიოს მცხოვრებლებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს და და ზღვის პირას არალეგაური ბორდელების საკითხის გადაჭრა მოითხოვეს.
ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ გონიოში აყვავებული პროსტიტუცია, რომელიც წახალისებულია ხელისუფლების მიერ, ხელს შეუშლის ტურისტულ სეზონს, რადგან გონიოში დასვენება აღარვის მოუნდება.
ეს მეორე აქციაა, რომელიც გონიოელებმა ამ მოთხოვნით გამართეს. პირველ აქციაზე მოსახლეობასთან ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე მივიდა და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. ხელისუფლების წარმომადგენლები წუხელ გამართულ აქციაზე არ გამოჩენილან.





