ახალი ამბები

ახალქალაქის “ქართული ოცნების” ოფისის მესაკუთრე დააპატიმრეს

25 ივნისი, 2012 • • 1303
ახალქალაქის “ქართული ოცნების” ოფისის მესაკუთრე დააპატიმრეს

ქართული ოცნება
ქართული ოცნება

“ეს არის ზეწოლისა და აშკარა უკანონობის ფაქტები. გიორგი მრჩიანს, რომელიც დაკავებულია, ედავებიან, რომ ეს ქონება, რომელიც მას ეკუთვნის, რეალურად მისი არ არის და ეს არის მისი მეგობრის მელიქ რაისიანის. თუ ეს მიიჩნევა დანაშაულად, რომ ადამიანმა შეიძლება მიანდოს თავის მეგობარს ქონება, მინდა გითხრათ, რომ მეც მაქვს ასეთი დანაშაული. მე ვფლობ ვენახებს, რომელიც ჩემზეა გაფორმებული, ჩემს გარდა ასევე იქ არიან ჩემი მეგობრები, რომლებმაც ქონება მომანდეს, რომ განვკარგო. რაკი ეს დანაშაულია, პროკურატურას ვთხოვ, რომ ამაზეც მოახდინოს რეაგირება”, – აღნიშნა დღეს ბრიფინგზე გოგლა ჟვანიამ და აქვე დასძინა, რომ იურიდიულად ამ ოფისის მფლობელი არის გიორგი მრჩიანი. გამოძიება კი ეჭვს გამოთქვამს, მას არ აქვს არანაირი მტკიცებულება ამისი, მაგრამ მათი ეჭვით, ეს ქონება მისი არ არის და ის ეკუთვნის სხვა პიროვნებას, მელიქ რაისიანს.

“მელიქ რაისიანი არის ადამიანი, რომელიც იყო სამგზის პარლამენტის წევრი, მათ შორის ბოლო მოწვევის პარლამენტში, 2004 წლის პარლამენტში ის იყო ნაციონალური მოძრაობიდან პარლამენტის დეპუტატი და მას შემდეგ როდესაც ამ ადამიანმა გადაწყვიტა “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანება, დაუწყეს პრობლემების შექმნა. ის დაიბარა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა პარტიის ოფისში და მოუწოდა, რომ მას აეღო თავის განზრახვაზე ხელი.

როდესაც მაჭავარინმა მისგან მიიღო უარი, მას ამის შემდეგ შეუქმნეს პრობლემები.
რაისიანი გაემგზავრა საქართველოდან თავის ოჯახურ საქმეებზე. როგორც კი გადაკვეთა საზღვარი, მასზე გამოაცხადეს ძებნა. ეს ადამიანი დღესდღეობით ვერ ბრუნდება საქართველოში”,  – აღნიშნა ჟვანიამ.

ახალქალაქში ოფისის გახსნამდე მსგავსი დაშინების ფაქტები გიორგი მრჩიანთან დაკავშირებითაც განხორციელდა.

“ანალოგიური ვითარება იყო გიორგი მრჩიანთან დაკავშირებით, რომელიც დღეს დაკავებულია. როდესაც მან გადაწყვიტა ოფიციალურად ოფისის “ქართული ოცნებისთვის” მოქირავება და თვითონაც გაწევრიანდა “ქართულ ოცნებაში”, მასზე განხორციელდა მუქარა. პირადად მას ემუქრებოდა ახალქალაქის პოლიციის უფროსი საველ პეტროსიანი, რომელმაც პირდაპირ განუცხადა მის ნათესავებს, რომ როგორც კი ოფისი გაიხსნებოდა, ის იქნებოდა დაკავებული”, – აღნიშნა “ქართული ოცნება” ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელმა გოგლა ჟვანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი