გთავაზობთ ინფოგრაფიკას, რომლის საშუალებითაც საქართველოს რეგიონების ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ მოკლე ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ.
ინფოგრაფიკის საშუალებით შეგიძლიათ, სხვადასხვა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქების მიხედვით დააჯგუფოთ. აგრეთვე, შეგიძლიათ გადახვიდეთ კანდიდატების გრაფაში და მათ სამუშაო გამოცდილებას გაეცნოთ.
ყველაზე მეტი, მაჟორიტარობის 51 კანდიდატი წარდგენილი ჰყავს პარტია “ქართულ ოცნებას”, მას მოსდევს “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
წარდგენილ კანდიდატებს შორის ეკონომისტები ჭარბობენ, მათ იურისტები და ექიმები მოსდევენ.
წარდგენილი კანდიდატების 85% კაცია, ხოლო 15% – ქალი.