ახალი ამბები

გონიოს მცხოვრებლები აქციაზე არალეგალურ ბორდელებს აპროტესტებენ

21 ივნისი, 2012 •
გონიოს მცხოვრებლები  აქციაზე  არალეგალურ ბორდელებს აპროტესტებენ

ხმაური გონიოში გვიან ღამემდე გაგრძელდა და ფიზიკურ შეხლა-შემოხლაშიც გადაიზარდა. საბოლოოდ სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.

აქცია გონიოში 20 ივნისს, საღამოს, 22.00 საათზე დაიწყო.  გონიოს 100 -მდე მცხოვრები აცხადებს, რომ  შავი ზღვის პირას არალეგალური პროსტიტუცია ყვავის და ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარებას თხოვენ. საღამოს აქციის მონაწილეებთან  ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძეც მივიდა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა. აქციას თვალყურს საპატრულო პოლიციაც ადევნებდა.

აქციის მონაწილენი ამბობენ, რომ თუკი ვითარება ასე გაგრძელდა, ტურიზმს პრობლემები შეექმნება. ერთ-ერთი მონაწილის თქმით,  “ქუჩაში აკეთებენ ყველაფერს და იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ აქ დასასვენებლად  არავინ ჩამოვა”.

აქციის მონაწილეების თქმით, ღამე იმიტომ მართავენ აქციას, რომ “ეს ყველაფერი “ღამე იწყება”.  აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.

გონიოში არალეგალური ბორდელების  და შესაძლო ტრეფიკინგის თემას გაზეთმა  “ბათუმელებმა”  ბოლო ნომერში სტატია მიუძღვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი