ახალი ამბებისამართალი

რა ვითარებაა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ადგილზე დღეს [ფოტო]

5 ოქტომბერი, 2016 • 2600
რა ვითარებაა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ადგილზე დღეს [ფოტო]

კოლმეურნეობის მოედნის ქვედა მხარე პოლიციას მთლიანად გადაკეტილი აქვს. ტერიტორია, სადაც პარლამენტარის და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს, გარეშე პირთათვის მიუწვდომელია.

გივი თარგამაძის ავტომობილი, რომელშიც დეპუტატი მძღოლთან ერთად იმყოფებოდა, გუშინ, დაახლოებით საღამოს 9 საათზე აფეთქდა. აფეთქება კოლმეურნეობის მოედანზე მოხდა. ეს ადგილი რამდენიმე სამარშრუტო ხაზის ბოლო გაჩერებაა. ავტომობილი უშუალოდ მაღაზია “ნიკორას” წინ აფეთქდა. ნიკორას გვერდზე მდებარეობს “პსპ”-ს აფთიაქი. შემთხვევის ადგილიდან ცოტა ქვემოთაა ბანკი “ქართუ”.

გივი თარგამაძის ავტომობილი დღესაც შემთხვევის ადგილზე დგას, მანქანას მოგლეჯილი აქვს უკანა ნაწილი. მას ადგილზე ექსპერტები ათვალიერებენ. პოლიციის განცხადებით, ტერიტორია გადაკეტილი 6 ოქტომბრამდე იქნება. გივი თარგამაძის ავტომობილის უკან დგას ავტობუსი, რომელიც სავარაუდოდ თარგამაძის მანქანას უკან მოყვებოდა, ავტობუსს დაზიანებული აქვს წინა მინა და ის არასწორადაა გაჩერებული, პრაქტიკულად შუა გზაზე.

ნიკორას ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც “ნეტგაზეთთან” საუბრისას ვინაობის დასახელება არ ისურვა, გვითხრა, რომ აფეთქების ხმის გაგონებიდან დაახლოებით 20 წამში გარეთ გამოვიდა. მისივე თქმით, დღეს შემთხვევის ადგილზე დაკითხვაზე დაბარების შემდეგ მოვიდა.

“ძალიან დიდი კვამლი იყო, მანქანაც კი ვერ დავინახეთ, ხმაზე ხალხიც გამოვიდა, კამერები იყო და შემდეგ დავინახეთ გივი თარგამაძეც. ხალხი მობილურით იღებდა ამ ყველაფერს, რამდენიმე წამში გადაღება დაიწყეს. გივი თარგამაძის მანქანიდან გადმოსვლის პროცესი არ დამინახავს, მე როცა შევხედე, უკვე გადმოსული იყო მანქანიდან”,- ამბობს თვითმხილველი.

მისივე თქმით, მაღაზია “ნიკორას” წინ დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, რომლებიც მუდმივად ჩართულია. მისივე ინფორმაციით, ზუსტად არ იცის, ამოიღეს თუ არა ეს კადრები სამართალდამცველებმა.

“პოლიცია მალე მოვიდა, სასწრაფომ კი ძალიან დააგვიანა, პოლიციაზე ადრე კი კამერები მოვიდნენ, “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტები, მე მგონი, ალბათ 10-15 წუთში, მეტი არ დაუგვიანიათ”,- ამბობს ის.

გუშინ საღამოს კოლმეურნეობის მოედანთან აფეთქდა დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანა, რის შედეგადაც დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის, თარგამაძის მძღოლი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია დაშავებული ერთი მამაკაცი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, იგი რეანიმაციაში მართვითი სუნქთვის აპარატზეა მიერთებული.

გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ადგილი. ავტომობილი ჯერ კიდევ კოლმეურნეობის მოედანზე და მას ექსპერტები ათვალიერებენ. ფოტო: ნეტგაზეთი

გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ადგილი. ავტომობილი ჯერ კიდევ კოლმეურნეობის მოედანზე და მას ექსპერტები ათვალიერებენ. ფოტო: ნეტგაზეთი

გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ადგილი. აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე სამარშუტო ტაქსის ბოლო გაჩერეება.ფოტოზე ასევე ჩანს ავტობუსი, რომელიც სავარაუდოდ თარგამაძის ავტომანქანას უკან მოჰყვებოდა. ფოტო: ნეტგაზეთი

გივი თარგამაძის აფეთქებულ მანქანასთან ექსპერტი მუშაობს. ფოტო: ნეტგაზეთი

გივი თარგამაძის აფეთქებულ მანქანასთან ექსპერტი მუშაობს. ფოტო: ნეტგაზეთი

კოლმეურნეობის მოედანზე შენობას, რომელშიც რემონტი მიმდინარეობს თვითმხილველების თქმით, აფეთქებისას შენობის მინა ჩაიმსხვრა. ფოტო: ნეტგაზეთი

კოლმეურნეობის მოედანზე შენობას, რომელშიც რემონტი მიმდინარეობს თვითმხილველების თქმით, აფეთქებისას შენობის მინა ჩაიმსხვრა. ფოტო: ნეტგაზეთი

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ადგილი, სადაც ექსპერტები და პოლიცია მუშაობს. ფოტო: ნეტგაზეთი

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ადგილი, სადაც ექსპერტები და პოლიცია მუშაობს. ფოტო: ნეტგაზეთი

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ადგილი, ფოტოზე ჩანს თარგამაძის ავტომობილი და ავტობუსი, რომელიც თარგამაძეს სავარაუდოდ უკან მოყვებოდა. ფოტო: ნეტგაზეთი

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ადგილი, ფოტოზე ჩანს თარგამაძის ავტომობილი . ფოტო: ნეტგაზეთი

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ადგილი, ფოტოზე ჩანს თარგამაძის ავტომობილი . ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი