საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და “ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, კობა ნარჩემაშვილს ნაღდი ფულადი თანხის სახით 125 ათასი ამერიკული დოლარი და 40 ათასი ლარი აქვს.
2016 წლის სექტემბერში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის ცოლს, სოფიო ნარჩემაშვილს ნაღდი ფულის სახით 17 ათასი ამერიკული დოლარი, 3 700 ევრო და 11 500 ლარი აქვს, ხოლო შვილს, ვლადიმერ ნარჩემაშვილს- 3 400 ევრო და 7 500 ლარი. ვლადიმერ ნარჩემაშვილი ასევე არის შპს “უნივერსალ პლიუსის” 100 %-იანი წილის მფლობელი.
კობა ნარჩემაშვილის სახელზე რეგისტრირებულია 750 და 259 მეტრ კვადრატი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე. სოფიო ნარჩემაშვილი ფლობს 139.5 კვადრატულ მეტრ არასაცხოვრებელ ფართს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე. ვლადიმერ ნარჩემაშვილის სახელზე 126 კვადრატული მეტრი კომერციული ფართია რეგისტრირებული, რომელიც პეკინის ქუჩაზე მდებარეობს. მის სახელზევეა 350 კვადარატული მეტრის ფართობის საცხოვრებელი სახლი და 492 კვადრატული მეტრის ნაკვეთი გ.ისაკაძის ქუჩაზე.
ვლადიმერ ნარჩემაშვილი ასევე ფლობს 30 ათას კვადრატულ მეტრ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს 240 კვადრატულ მეტრ დამხმარე შენობა-ნაგებობით საგარეჯოს რაიონში. დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მის სახელზეა რეგისტრირებული 300 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი და 600 კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. ამავე ტერიტორიაზე ასევე ფლობს 700 კვადრატულ მეტრ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს. ვლადიმერ ნარჩემაშვილის სახეზევეა რეგისტრირებული 163 მეტრ კვადრატის საცხოვრებელი სახლი დაბა ბაკურიანში და 601 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.
სოფიო ნარჩემაშვილის სახელზე რეგისტრირებულია ავტომობილი “სუბარუ იმპეზა” [2008 წლის მოდელი], ხოლო ვლადიმერ ნარჩემაშვილის სახელზე- “ტოიოტა ქამრი” [2007 წლის მოდელი] და 1975 წელს გამოშვებული სპეციალიზებული ავტომობილი.
კობა ნარჩემაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2003 წელს, შინაგან საქმეთა მინსიტრობის დროს შეავსო.