ახალი ამბები

პრეზიდენტის პრესსპიკერი მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს პასუხობს

19 ივნისი, 2012 •
პრეზიდენტის პრესსპიკერი მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს პასუხობს

დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძე  რეგიონებში პრეზიდენტის ვიზიტებს შეეხო და ფერმერთა მომსახურების ცენტრებზე ისაუბრა, მან დეტალურად მიმოიხილა მრავალპროფილიანი ცენტრების მუშაობა:

“ცენტრებში არსებული მექანიზაციის საშუალებით შესაძლებელია 42 ტიპის აგროტექნიკური ოპერაციის შესრულება, გლეხებს ეძლევათ უფასო კონსულტაციები კვალიფიციური აგრონომებისგან, ასევე, ლაბორატორიაში ნიადაგის ანალიზისის ჩატარება მინიმალურ ფასად, შეღავათიან ფასებში შხამ–ქიმიკატების შეძენა”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცენტრების მნიშვნელობაზე საუბრის შემდეგ მანჯგალაძემ სექტემბრის თვიდან პენსიების გაზრდაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის პრესსპიკერი ბრიფინგზე არ შეხებია გასულ კვირას მომხდარ ფაქტს, როდესაც კონტროლის პალატამ მიხეილ სააკაშვილის მიერ დირექტორებისთვის გადაცემული საჩუქრების საქმის შესწავლა დაიწყო.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, გამოითხოვა თუ არა კონტროლის პალატამ შესაბამისი დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასგან, მანანა მანჯგალაძეს პასუხი არ გაუცია:

“უკეთესი იქნებოდა, თუკი კითხვას წინასწარ მომაწვდიდით”, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. მისი თქმით, შეკითხვები წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა ზუსტი ინფორმაცია მიიღონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი