“ჩვენ ვისწავლეთ არჩევნების ჩატარება ისე, როგორც ზეიმისა ბელორუსი ხალხისთვის. მოდით, კიდევ ერთხელ მოვაწყოთ ეს ზეიმი. ეს დღე უნდა იქცეს დღესასწაულად ხალხისთვის,” – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელორუსში მოქმედი კანონმდებლობით, ქვეყანაში ფუნქციონირებს ორპალატიანი პარლამენტი, რომლის შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილი ინიშნება, ხოლო მცირე ნაწილი ოლქების მიხედვით, მაჟორიტარული პრინციპით აირჩევა.
ბოლო 15 წლის განმავლობაში ბელურუსის პარლამენტში, იმის გამო, რომ მასში არ არის წარმოდგენილი ოპოზიცია, არ არსებობს არანაირი ფრაქცია და გადაწყვეტილებები დეპუტატების მიერ მიიღება ერთხმად.
თავისუფალი არჩევნებისა და პარლამენტში ოპოზიციის არარსებობის გამო დააწესეს ევროკავშირმა და აშშ-მა სანქციები ბელორუსისთვის.
წინასწარი მონაცემებით, 23 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი, ნაწილი კი ბოიკოტის გამოცხადებას გეგმავს.
ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლიდია ერმოშინა რადიო “თავისუფლების” ბელორუსის სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ არჩევნების ბოიკოტზე საუბარი – “ეს გარკვეულწილად კეკლუცობაა. გოგონა ეგრევე არ იძლევა ხოლმე თანხმობას, ეს მიუღებელია. ამ შემთხვევაშიც ეგრევეა”.