ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დღეს კოლმეურნეობის მოედანთან განხორციელებული აფეთქების შედეგად დაზარალებული 4 ადამიანიდან ერთს ქირურგიული მკურნალობა ესაჭიროება. ამის შესახებ მან ინგოროყვას კლინიკაში განაცხადა, სადაც ორი დაზარალებული იმყოფება.
“ამ წუთის მონაცემებით არის ოთხი დაზარალებული, ორი მათგანი იმყოფება ინგოროყვას კლინიკაში. ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ოპერაციული ჩარევა სჭირდება. მეორეს მდგომარეობა მსუბუქია, ის მეთვალყურეობის ქვეშაა, ასევე არის ორი დაზარალებული. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ არის”, – ამბობს სერგეენკო და მომხდარ ფაქტს გმობს.
კოლმეურნეობის მოედანთან გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. შემთხვევის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, 4 ადამიანი დაშავდა. ყველა მათგანი გამვლელი იყო.
თბილისში, კოლმეურნეობის მოედანთან გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა, არიან დაშავებულები. თავად თარგამაძის განცხადებით, მისი ავტომობილი განზრახ ააფეთქეს 05.10.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
აფეთქების შედეგად დაზიანდა მიმდებარე შენობების ფანჯრები 05.10.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
თბილისში, კოლმეურნეობის მოედანთან გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა, არიან დაშავებულები. თავად თარგამაძის განცხადებით მანქანა განზრახ ააფეთქეს 05.10.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
თბილისში, კოლმეურნეობის მოედანთან გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა, არიან დაშავებულები. თარგამაძის განცხადებით, მანქანა ააფეთქეს. 05.10.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
თბილისში, კოლმეურნეობის მოედანთან გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა, არიან დაშავებულები. თარგამაძის განცხარებით მისი ავტომობილი განზრახ ააფეთქეს 05.10.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
თბილისში, კოლმეურნეობის მოედანთან გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა, არიან დაშავებულები 05.10.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე