ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ინფორმაციას ჩვენ ძალიან ხშირად გვაწვდიან ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები

18 ივნისი, 2012 • 994
ფანჯიკიძე: ინფორმაციას ჩვენ ძალიან ხშირად გვაწვდიან ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები

“ჩემში არ იწვევს არანაირ ეჭვს, რომ ეს არის რაღაც მიზნებით ხელისუფლების მიერ შეთითხნილი საქმე, რომელიც არის ასევე ბინძური პროვოკაცია, როგორსაც არაერთხელ შევსწრებივართ. ერთი რამ მინდა მხოლოდ ვთქვა, რომ “ქართულ ოცნებას” არ სჭირდება არავის მოსყიდვა და არანაირ ბინძურ საქმეში გარევა იმისათვის, რომ მოიპოვოს რაიმე სახის ინფორმაცია. ინფორმაციას ჩვენ ვღებულობთ იმაზე მეტს, რაც საჭიროა და ამ ინფორმაციას ჩვენ ძალიან ხშირად გვაწვდიან ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები. მოდიან და გვაწვდიან ყველა იმ ფაქტს, რომელიც, მათი აზრით, იმსახურებს ყურადღებას და მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ჩვენთვის. სხვა არანაირი დამატებითი ძალისხმევა არ გვჭირდება იმის გასაგებად, თუ რა განწყობაა ხელისუფლებაში და რას ფიქრობენ თუნდაც იგივე პოლიციაში ან სხვა სახელისუფლებო უწყებებში არათუ დაბალი რანგის მოხელეები, არამედ ძალიან ხშირად საშუალო და მაღალი რანგის მოხელეებიც”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

მან მოსახლეობას მოუწოდა არ ენდონ მსგავსი ტიპის ინფორმაციებს.

“მე ასევე აბსოლუტურად გამოვრიცხავ სესიაშვილის კავშირს ჩანაწერებთან”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.

შსს-ს ცნობით, მოსყიდული იქნა კასპის რაიონის იგოეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორი ლაშა კურტანიძე, რომელსაც დაევალა თავისი კოლეგების ფარული ჩაწერა. შსს-ს ცნობით, კურტანიძე ჩაერთო ოპერატიულ ღონისძიებებში და მოახდინა დანაშაულის შემკვეთის, ზაზა ჭელიძის ფარული ჩაწერა, თუმცა მოგვიანებით შეთანხმების პირობები დაარღვია და მიიმალა.

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ზაზა ჭელიძე არ არის “ქართული ოცნების” წევრი, ის მხოლოდ “ქართული ოცნების” ერთ–ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის მეგობარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი