ივანიშვილის თქმით, ლაზიკას მშენებლობის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა, თუკი ხელისუფლება არსებული ქალაქების განვითარებაზე იზრუნებდა.
“როგორ შეიძლება ჭაობზე აშენებული ქალაქი იყოს საიმედო? ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ასეთ ტყუილს რომ დაიჯერებს. სამეგრელოში ჯერ სხვა ქალაქებია მისახედი… თუ ახალი ქალაქის აშენებისთვის თანხები შეიძლება გამოიძებნოს, რატომ არ შეიძლება მივხედოთ ურეკს? აქაა საჭირო ინვესტიციების მოზიდვა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ურეკი გახდება საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტი.