ოზურგეთში კოალიცია “ქართული ოცნების” აქცია მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი მასპინძლის ამპლუაში წარუძღვება აქციას.
რამდენიმე წუთის წინ მან სიტყვა გადასცა ანსამბლ “ქართული ხმების” წარმომადგენელს თემურ ჭკუასელს, რომელიც, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატი იქნება გურიაში.
“ბოლო პერიოდია ხელისუფლება არ გვიმართლებს, 2003 წელს ისეთი უჯიშო ვარდი გამრავლდა ქვეყანაში, რომ მხოლოდ ეკლები აქვს და ისეთი ეკლები აქვს, რომ მხოლოდ სხეულს კი არა, სულს გვიკაწრავს”, – განაცხადა თემურ ჭკუასელმა.
მისივე თქმით, “ამისთანა ვარდი უნდა ამოიძირკვოს” საქართველოში ოქტომბერში.