”გლობალ ტვ”–ის მიერ ანტენების მოსახლეობისთვის გადაცემის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს სახდელის ოდენობა გაუნახევრა და დააკისრა 63 110 095 ლარი.
რაც შეეხება მეორე სასამრთლო პროცესს, რომელიც დღესვე ჩატარდა, შპს ”ბურჯის” და ”ელიტა ბურჯის” მიერ ”ქართული ოცნებისთვის” ავტომობილების მიქირავების საკითხზე, ამ შემთხვევაშიც ივანიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფლდა და ჯარიმა 22 429 941 ლარიდან 11 214 970 ლარამდე შეუმცირდა.
