ახალი ამბები

გარდაცვლილ მშობიარესთან დაკავშირებით ხონის საავადმყოფოს კომენტარი

15 ივნისი, 2012 •
გარდაცვლილ მშობიარესთან დაკავშირებით ხონის საავადმყოფოს კომენტარი

 

“პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოპერაციას ანესთეზიოლოგი არ ესწრებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ოპერაცია იყო გეგმიური და ანესთეზიოლოგიც იქ იმყოფებოდა. თუმცა, რა მოხდა და რატომ გარდაიცვალა პაციენტი, ამას უკვე ექსპერტიზა დაადგენს, “- აცხადებენ ხონის საავადმყოფოში. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 ივნისს პრესაში გავრცელებული ინფორმაციით,  მშობიარე ელისო ახვლედიანი ხონის საავადმყოფოში ანესთეზიოლოგის არყოფნის გამო გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას მედიასთან საუბარში გარდაცვლილი მშობიარეს ახლობლები ადასტურებენ. 

 

ხონის საავადმყოფო სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიას შვილობილი კომპანიის, “ჩემი ოჯახის კლინიკის” მფლობელობაშია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი