ახალი ამბები

მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

4 ოქტომბერი, 2016 • 1630
მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, დღეს, 4 ოქტომბერს, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

მათვე ცნობით, ხარვეზი სიგნალიზაციის მოწყობილობის დაზიანებით არის გამოწვეული და პრობლემის აღმოფხვრისთანავე მეტროსადგური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ნეტგაზეთს სატრანსპორტო კომპანიაში ასევე განუმარტეს, რომ ხარვეზს დაახლოებით ერთ საათში, 13:00 საათისთვის აღმოფხვრიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი