ამის მიზეზები უცნობია. ასევე ის, დაპატიმრებულია თუ არა ალექსანდრე რონჟესი სამართალდამცავების მიერ.
“ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, შიგნით არ ვყოფილვარ. ველოდები, აეროპორტის ტერიტორიაზე როდის შემიშვებენ. ვდგავარ აეროპორტის პირველ სართულზე, იმ ადგილთან, სადაც დაკავებულია და ველოდები, როდის შემიშვებენ. დაკავებულია, თუ სხვა სტატუსით არის, ისიც არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ოთახის მიღმა იმყოფება. მე კომპანიის თანამშრომლებმა მაცნობეს ამის შესახებ. ვიცი, რომ სავარაუდოდ მარტოა ”, – განაცხადა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ადვოკატის გარდა აეროპორტში აშშ-ის საელჩოს წარმოამდგენელს ელოდებიან.
ამერიკის საელჩო მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს:
“ეს კერძო შემთხვევაა და ინფორმაციას ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ”, – განაცხადეს ამერიკის საელჩოს პრესსამსახურში.