რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, კომიტეტის შენობასთან “ნოვაია გაზეტას” მხარდასაჭერად მივიდა, -ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა რია-ნოვოსტი ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ დაკავებულები პოლიციის ავტობუსებით წაიყვანეს.
“ეხო მოსკვის” წარმომადგენელმა რია ნოვისტისთან განაცხადა, რომ დაკავებულებს შორის რადიოს კიდევ სამი თანამშრომელი- ოლგა ბიჩკოვა, ნათელა ბოლტანსკაია და ალინა გრებნიოვა არიან. თავად ვარფლომეევი კი სხვა დაკავებულ ჟურნალისტებზეც საუბრობს, რომლებიც მასთან ერთად შინაგან საქმეთა განყოფილებაში გადაიყვანეს.
ამჟამად საგამოძიებო კომიტეტის შენობას, როგორც რია ნოვისტი იუწყება, ათეულობით პოლიციელი იცავს.
ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა დიმიტრი მურატოვმა ღია წერილით მიმართა საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ბასტრიკინს, “ნოვაია გაზეტას”საგამოძიებო განყოფილების რედაქტორის მისამართით მუქარებთან დაკავშირებით.
მურატოვის თქმით, ბასტრიკინმა დაცვას საგამოძიებო განყოფილების რედაქტორის ტყეში წაყვანა და „სიცოცხლის მოსპობით“ დამუქრება უბრძანა.
აღნიშნულ ბრალდებაზე საპასუხო განცხადება რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებას ჯერ არ გაუკეთებია.
