ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი 126 მილიონით დააჯარიმეს

11 ივნისი, 2012 •
ბიძინა ივანიშვილი 126 მილიონით დააჯარიმეს

ბიძინა ივანიშვილი შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მიერ საქართველოში ”გლობალ ტვ-ს” სატელიტური ანტენების დამონტაჟების გამო დღევანდელ სასამართლო პროცესზე 126 მილიონ 220 ათასი ლარით დააჯარიმეს.  

 

კონტროლის პალატამ რამდენიმე დღის წინ ორი სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება ათეულობით მილიონი ლარით. ერთი ოქმი ითვალისწინებს ივანიშვილის დაჯარიმებას შპს ”გლობალ კონსალტინგის” მიერ მოსახლეობისთვის ”გლობალ ტვ”–ის ანტენების სიმბოლურ ფასად დაყენების გამო. კონტროლის პალატა მიიჩნევს, რომ მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების გადაცემა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება და, შესაბამისად, ეს პოლიტიკური ძალისთვის უკანონო შემოწირულობაა.

 

საქალაქო სასამართლოში ამჟამად კიდევ ერთი პროცესი მიმდინარეობს,- კონტროლის პალატამ, სამართალდარღვევად მიიჩნია შპს ”ბურჯისა” და შპს ”ელიტა ბურჯის” მიერ პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსათვის” 239 ავტომობილის ერთი წლით მიქირავების ფაქტიც.

 

კონტროლის პალატის მოსაზრებით, აღნიშნული კერძო კომპანიები ივანიშვილის საკუთრებაა და მათ პარტიას ფაქტიურად უსასყიდლოდ მიაქირავეს 239 ავტომობილი მაშინ, როცა ამ მომსახურების საბაზრო ღირებულება 2.4 მილიონი ლარი იყო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი