კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი კანონპროექტის ავტორებთან შეხვედრას გამართავს.
არასამთავრობო სექტორიდან შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე – თამარ ჩუგოშვილი, კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრი – ირაკლი მელაშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორი – ეკა გიგაური, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი – ნინო ლომჯარია, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი – თამარ კორძაია და ჟურნალისტი – ლაშა ტუღუში დაესწრებიან
კამპანიის „ეს შენ გეხება” მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა კამპანიის მეორე ეტაპი 7 მაისს დაიწყეს.
კამპანია „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანას და საარჩევნო პერიოდში მედიაგარემოს გაჯანსაღებას ითვალისწინებს.
7 მაისს კამპანიის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შეიტანეს. იმავე დღეს საკანონმდებლო წინადადებები საქართველოს პარლამენტის ბიურომ განიხილა, რის შემდეგაც საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 24 მაისს შედგა.