ახალი ამბები

დავით საყვარელიძე პოლიტიკაში მიდის

11 ივნისი, 2012 •
დავით საყვარელიძე პოლიტიკაში მიდის

დავით საყვარელიძე, რომელმაც პირადი განცხადების საფუძველზე დღეს, 11 ივნისს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტი დატოვა, პოლიტიკაში მიდის. 

 

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ხათუნა იოსავა ნეტაზეთთან საუბარში სხვა დეტალებს ვერ განმარტავს.

 

“ჯერჯერობით განიხილება, კონკრეტულად სად წავა პოლიტიკაში,”- ამბობს იოსავა. 

 

მისივე თქმით, არც ის არის ცნობილი, ვინ შეცვლის დავით საყვარელიძეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი