პროკურატურის ცნობით, დავით საყვარელიძის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას იუსტიციის მინისტრმა 2012 წლის 11 ივნისს მოაწერა ხელი.
დავით საყვარელიძე მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ 2009 წლიდან მუშაობდა. მანამდე 2008-2009 წლებში იყო თბილისის პროკურორი, 2007-2008 წლებში – შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს მის ადგილს მთავარ პროკურატურაში, ასევე, განცხადების დაწერის მიზეზები.
დავით საყვარელიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ასევე ნიუ-იორკის ბონავენტურას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, არის ტოიოს (იაპონია) უნივერსიტეტის მაგისტრანტი.
