ახალი ამბები

ივანიშვილი: “ქუთაისში დავაფუძნებთ საუნივერსიტეტო ქალაქს”

10 ივნისი, 2012 •
ივანიშვილი: “ქუთაისში დავაფუძნებთ საუნივერსიტეტო ქალაქს”

ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ გამოსვლაში ტენოლოგიების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განცხადა, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს ფიქრობდა, დაეარსებინა ტენოლოლოგიური უნივერსიტეტი.

 

“ჯერ კიდევ 2008 წელს ვფიქრობდი, დამეარსებინა  ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც კვალიფიციურ კადრებს მოამზადებდა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოებისთვის. როგორც კი ქვეყანაში გაჩნდება საიმედო საინვესტიცო გარემო და გაიხსნება ასეთი საწარმოები, ჩვენ უკვე გვეყოლება ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და აღარ დაგვჭირდება უცხოელი კადრების ძებნა და ჩამოყვანა. მაშინ ვერავინ ავიყოლიე. ახლა კი,  ჩვენ ამას შევძლებთ!      

                   

აქ, ქუთაისში, დავაფუძნებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, აღჭურვილს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასრუქტურით, რომელსაც ისეთივე მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის, როგორიც გელათის აკადემიას ჰქონდა დავით აღმაშენებლის დროს.

 

წარმოება უნდა აღდგეს საქართველოში. ჩვენ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ, თანამედროვე ტექნოლოგიებს უნდა დავეუფლოთ. თანამედროვე ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი და საწარმოო ასპექტები უნდა ავითვისოთ და განვავითაროთ, რადგან ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული, პრესტიჟული და შემოსავლიანი სფეროა.

 

ჩვენ მოვინდომებთ და შევძლებთ ამას.” -განაცხადა ივანიშვილმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი