ახალი ამბები

აქციას იმერეთის რაიონების გარდა გურიიდანაც შემოუერთდნენ

10 ივნისი, 2012 •
აქციას იმერეთის რაიონების გარდა გურიიდანაც შემოუერთდნენ

როგორც ნეტგაზეთს აქციაზე ურეკიდან ჩამოსულმა ქალბატონმა ირმა ახალკაცმა განუცხადა, ქვიტირის ტრასაზე დაახლოებით 300 მანქანაა მობილიზებული, რომლებიც ქუთაისის მიმართულებით მოემართებიან. 

ცოტა ხნის წინ აქციაზე გამოჩნდნენ ხანშიშესული აქტივისტები ვანიდან, რომელთა განცხადებით, ოცნებების ასასრულებლად ვანიდან ასეულობით მხარდამჭერი ჩამოვიდა. 

აქციის მონაწილენი სპეციალურ ბლანკებზე საკუთარ ოცნებებს წერენ:

“საქართველოს გამთლიანება; რუსეთში უვიზო მიმოსვლა, უფასო სწავლა-განათლება, უფასო ჯანდაცვა, მინდა ასეთი ხელისუფლება”,-წერს ერთ-ერთი ქუთაისელი აქტივისტი თავის ოცნების ბარათში.

აქციაზე ამ დროისთვის იმყოფებიან მხარდამჭერები– საჩხერიდან, ტყიბულიდან, ბაღდათიდან, სამტრედიიდან, ვანიდან, გურიიდან და მცირე რაოდენობით ქუთაისიდანაც. აქცია ქუთაისში დაახლოებით ნახევარ საათში უნდა დაიწყოს.

აქციაზე მაქსიმალურადაა უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული, სცენის წინ დამონტაჟებულია ბრონირებული მინები. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის თქმით, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ამ მიზნით არის შესაბამისი ზომები მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი