ახალი ამბებისამართალი

ფონიჭალაში დაჭრილი არასრულწლოვანი გარდაიცვალა

30 სექტემბერი, 2016 • 1263
ფონიჭალაში დაჭრილი არასრულწლოვანი გარდაიცვალა

ფონიჭალაში 29 სექტემბერს დაჭრილი არასრულწლოვანი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი) დაიწყო, თუმცა, როგორც შსს-ში განმარტავენ, საქმე გადაკვალიფიცირდება. ბრალდებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე ცნობილი არ არის – შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, ახალგაზრდა “ქართული ოცნების” კონცერტის მიმდინარეობისას დაჭრეს.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ არასრულწლოვანი კონცერტის ადგილიდან მოშორებით დაჭრეს. იგივე განაცხადეს “ქართული ოცნების” პრესსამსახურშიც.

ნეტგაზეთმა კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატთან, ბექა ოდიშარიასთან დაკავშირება ვერ შეძლო. ოდიშარიას დღეს ფონიჭალის მოსახლეობასთან შეხვედრა ჰქონდა. “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ ანონსში ეწერა, რომ შეხვედრის შემდეგ კონცერტი გაიმართებოდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი