ახალი ამბებისამართალი

სუს: სატყეო სამსახურის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დავაკავეთ

29 სექტემბერი, 2016 • 1378
სუს: სატყეო სამსახურის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დავაკავეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სამსახურის ტყიბულის უბნის უფროსი დ. მ. დააკავეს.

“დ. მ. მოქალაქეს დაჰპირდა დახმარებას ერთი ხე-ტყის დამზადების ბილეთით ტყეკაფიდან ორი მანქანა შეშის გატანაში, ასევე დაჰპირდა ყოველგვარი პრობლემების არიდებას და სრულ თავისუფლებას სეზონზე ტყეკაფში მუშაობისას.  აღნიშნულის სანაცვლოდ  დავით მოსიაშვილმა მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და  გამოართვა 500 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს,”- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღების მუხლით მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 9  წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სუს-მა გამოაქვეყნა ვიდეომასალაც, სადაც, უწყების განცხადბით, ასახულია ქრთამის აღების ფაქტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი