ახალი ამბები

“ქართული ოცნების” კიდევ ერთ მხარდამჭერს წაუყენეს ბრალი

8 ივნისი, 2012 •
“ქართული ოცნების” კიდევ ერთ მხარდამჭერს წაუყენეს ბრალი

“ქართული ოცნების” მხარდამჭერს ქუთაისში ბრალი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით წაუყენეს.

კობა ჯაბუა ქუთაისის პოლიციის განყოფილებაში დღეს “ქართული ოცნების” სხვა მხარდამჭერებთან ერთად დაკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს.  მას  რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.

ჯაბუამ და მისმა ადვოკატმა “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ბრალი დაკითვიდან ერთ საათში წაუყენეს და სასამართლომ უახლოეს ხანში უნდა იმსჯელოს აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე. ჯაბუა სამართალდაცავებს ჯერჯჯერობით არ დაუკავებიათ, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და უთხრეს, რომ პროკურატურის ზარს დალოდებოდა.

ჯაბუა ამბობს, რომ ის არ არის “ქართული ოცნების” წევრი,  უბრალოდ მხარდამჭერია და თავისი სურვილით ურიგებდა მოქალაქეებს საინფორმაციო ფურცლებს.  მისი თქმით, დაკითვისას ძირითადად ეკითხებოდნენ, ხომ არ პირდებოდა მოსახლეობას რაიმე მატერიალურს, რაზედაც, მისი თქმით, განუცხადა, რომ არა, რადგან მოქალაქეებს ოცნებების გრაფაში საქართველოსთან დაკავშირებული ოცნების ჩაწერას ურჩევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი