“ამხელა იუმორი პოლიტიკაში, მე მგონი, არავის არ შემოუტანია”, – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომ “ახალ პოლიტიკურ ცენტრ – გირჩს” ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.
“ქართველები მართლაც ნიჭიერი ხალხი ვართ. გინესის წიგნის წევრები გვყავს, რამდენიც გინდათ. მარგველაშვილი გინესის წიგნში შევიდა იმით, რომ მოვიდა თუ არა მეორე დღესვე იმ გუნდს, რომელმაც მოიყვანა, დაუპირისპირდა. ბურჭულაძემაც გინესის რეკორდები დაამყარა. ამხელა იუმორი პოლიტიკაში, მე მგონი, არავის არ შემოუტანია. ასე მოკლე დროში კაცმა თავი გაიფარჩაკოს, როგორც მან მოახერხა, იშვიათია. სერიოზულად მაგის გამონათქვამებს ვერ ვუპასუხებ, მხოლოდ ღიმილით. მან როდისღაც ჩემი მოწოდებები გაითვალისწინა, რომ ნუ ცრუობს, არ იცრუოს, მოვუწოდებდი. მივიდა, დადგა იქ, მაგრამ საოცრებებს ახერხებს ყოველდღე. ანეკდოტები ძალიან ბევრი დადის. ბოლო ანეკდოტი, მე მგონი, ასეთია, რომ მან პარტია შექმნა თუ დამკრძალავი ბიუროო? – წრეს დაატრყამენ მიდიან და გამოდიან. ყველას უნდა ოპონენტად ნახონ ივანიშვილი. მე გარკვეული იმიჯი მაქვს საზოგადეობაში და ნაცვლად იმისა, რომ ნათელაშვილს ეკამათონ, სადაც ისინი არიან რეალურად და ნათელაშვილთან ახლოს ცურაობენ, მაინცდამაინც ივანიშვილზე უნდათ, რომ სწორება გააკეთონ და ცდილობენ ჩემს დებატებში ჩათრევას, ამით უნდათ, რომ იმიჯი გაიუმჯობესონ”, – ამბობს ივანიშვილი.
დღეს, 29 სექტემბერს, ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლში მომუშავე ჟურნალისტებს ქალაქ გორში შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.