ახალი ამბები

ფიზიკური დაპირისპირება ”ქართულ ოცნებასა” და ქუთაისის დასუფთავების სამსახურს შორის[video]

8 ივნისი, 2012 • • 1233
ფიზიკური დაპირისპირება ”ქართულ ოცნებასა” და ქუთაისის დასუფთავების სამსახურს შორის[video]

”ქართული ოცნების” აქტივისტების თქმით, მათ შენიშნეს, როგორ ხევდნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ქუჩაში გაკრულ ”ქართული ოცნების” პლაკატებს და მათგან განამრტება მოითხოვეს. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლება ფაქტი უარყვეს, თუმცა აქტივისტებმა მათ თავისუფლად წასვლის საშუალება არ მისცეს და ავტომობილი არ გაატარეს. ერთ-ერთი თანამშრომელი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ეკითხებოდნენ, ვისი დავალებით ხევდა პლაკატებს. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ავტომობილში ”ქართული ოცნების” აქტივისტებმა დახეული პლაკატებიც იპოვეს.

 

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს სამსახურებრივი ფორმები ეცვათ და ინციდენტის ადგილზეც სამსახურებრივი ავტომობილით იმყოფებოდნენ.

 

შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, მოგვიანებით ”ქართული ოცნების” წარმომადგელებმა საპატრულ პოლიცია გამოიძახეს, თუმცა სიტუაცია უკვე დაწყნარებული იყო. ინციდენტის ადგილზე მოვიდა ქუთაისის დასუფთავების სამსახურის უფროსიც.

 

”ქართული ოცნების” აქტივისტების განცხადებით, ბოლო სამი დღეა დასუფთავების სამსახური ”ქართული ოცნების” აფიშებს რეგულარულად ხევს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი