ახალი ამბები

საგამოძიებო ჯგუფი: MH17-ის თვითმფრინავი პრორუსი მებრძოლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩამოაგდეს

28 სექტემბერი, 2016 • 1653
საგამოძიებო ჯგუფი: MH17-ის თვითმფრინავი პრორუსი მებრძოლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩამოაგდეს

ერთობლივმა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჰოლანდიიდან მალაიზიისაკენ მიმავალი MH17-ის რეისის თვითმფრინავი “რუსეთისგან მხარდაჭერილი” მებრძოლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საერთაშორისო გამოძიების განცხადებით, ის სამხედრო ტექნიკა (Buk), რომლითაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან შეიტანეს. აფეთქების შედეგად ბოინგის ყველა მგზავრი დაიღუპა.

გამომძიებელთა საერთაშორისო ჯგუფი ჰოლანდიის ხელმძღვანელობით შეიქმნა და მასში ჩართული იყვნენ გამომძიებლები ჰოლანდიიდან, ავსტრალიიდან, ბელგიიდან, მალაიზიიდან და უკრაინიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი