ახალი ამბები

რას ნიშნავდა ცხოვრება კბილების გარეშე ქვის ხანის საქართველოში [ფოტო]

28 სექტემბერი, 2016 • 5918
რას ნიშნავდა ცხოვრება კბილების გარეშე ქვის ხანის საქართველოში [ფოტო]

ეროვნულ მუზეუმში დაცული თავის ქალა კოდით D3444  და ქვედა ყბა კოდით D3900 ქვის ხანის დმანისში მცხოვრებ ჰომინინს (თანამედროვე ადამიანის წინაპარს) ეკუთვნის, რომელმაც რამდენიმე წელი შეძლო ეცხოვრა კბილების გარეშე.

როგორც ეროვნულ მუზეუმში განმარტავენ, კბილების გარეშე ქვის ხანაში ცხოვრება სიკვდილს უდრიდა. ფაქტი, რომ უკბილოდ დარჩენილმა დმანისელმა რამდენიმე წელი შეძლო სიცოცხლის შენარჩუნება, იმაზე მეტყველებს, რომ მისი თანამედროვეები ზრუნავდნენ მასზე და რბილი საკვების მოპოვებაში ეხმარებოდნენ.

დმანისელი მოხუცის თავის ქალა, რომელსაც სხვები ეხმარებოდნენ რბილი საკვების მოპოვებაში. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/კულტურის სამინისტრო

დმანისელი მოხუცის თავის ქალა, რომელსაც სხვები ეხმარებოდნენ რბილი საკვების მოპოვებაში. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/კულტურის სამინისტრო

დმანისელი ჰომინინისთვის ჯანმრთელი ყბა-კბილთა სისტემა სიცოცხლისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო, რადგან ისინი კბილებს, როგორც მესამე ხელს, ისე იყენებდნენ და საჭმლის გადამუშავების გარდა სხვა ფუნქციასაც აკისრებდნენ.

დმანისელი ჰომინინი კბილის ჩხირსაც იყენებდა ზუსტად იმავე მიზნებისთვის, როგორც ამას თანამედროვე ადამიანი იყენებს. კბილის ჩხირის გამოყენებაზე კბილებზე აღმოჩენილი ღარები მიუთითებს.

“უკბილო დმანისელის” თავის ქალა და ქვედა ყბა ნაწილია გამოფენისა “ქვის ხანის საქართველო”, რომელიც 27 სექტემბერს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა. გამოფენამ თავი მოუყარა საქართველოს ტერიტორიასა და მის საზღვრებს გარეთ აღმოჩენილი პირველყოფილი ადამიანებისა და მათი წინაპრების თავის ქალებსა და საყოფაცხოვრებო ნივთების რეპროდუქციებს.

გამოფენაზე განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი დმანისს, რომელიც ქვედა პალეოლითის ძეგლია, სადაც 5 სხვადასხვა ასაკის ინდივიდია აღმოჩენილი, რომლებიც ერთი და იმავე პოპულაციას მიეკუთვნებიან.

ეროვნულ მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენის მიხედვით, დმანისელი ჰომინინები თანამედროვე ადამიანთან შედარებით უფრო დაბლები იყვნენ. მათი სიმაღლე 1.5 მეტრი იყო, წინ გამოშვერილი სახეები და მცირე მოცულობის ტვინი ჰქონდათ (თანამედროვე ადამიანის ⅓ ან ½).

დმანისელი მოხუცის თავის ქალა, რომელსაც სხვები ეხმარებოდნენ რბილი საკვების მოპოვებაში. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/კულტურის სამინისტრო

მღვიმეში აღმოჩენილი სამკაული, რომელსაც ქვის ხანის ადამიანი იყენებდა/ ფოტო: გელა ბედიანაშვილი/კულტურის სამინისტრო

მათ ორ ფეხზე სიარული შეეძლოთ, ამავე დროს ჰქონდათ კარგად განვითარებული ფეხის მტევანი და ქვედა კიდური, რის გამოც ადვილად გადაადგილდებოდნენ.

ფეხისგან განსხვავებით ხელი ნაკლებად განვითარებული ჰქონდათ და ადაპტირებული იყო სხვადასხვა მოძრაობის შესასრულებლად – მკლავის ზედა მიმართულებით ძლიერი მოქნევა და ბრუნვა: ისინი მოხერხებულად იქნევდნენ ქვის იარაღებს.

სტრესულმა გარემომ – საშიში ცხოველების გარემოცვამ და ცივ ზამთარში თვითგადარჩენისთვის ბრძოლამ – ჰომინინების ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინა, რაც დღეს პირის ღრუს პათოლოგიებითა და ტრავმებით ვლინდება, განმარტავენ ეროვნულ მუზეუმში.

 2.5 მილიონი წლის წინ ჰომინინებმა იარაღის დამზადება დაიწყეს და დმანისის ძეგლიც ამ ისტორიის ნაწილია. ეროვნულ მუზეუმში ასევე შეხვდებით Homo Habilis-ს, ანუ “ხელმარჯვე ადამიანს,” რომელიც დაახლოებით 2.3 მილიონი წლის წინ გაჩნდა და ძირითადად მცენარეული საკვებით და მცირე ზომის ძუძუმწოვრებით იკვებებოდა. მიჩნეულია, რომ პირველი Homo Habilis პირველი ჰომინინია, რომელიც ქვის იარაღების დამზადების ტექნოლოგიას ფლობდა.

Homo Habilis-ის ნამარხი ნაშთებით პირველად 1960 წელს ტანზანიასა და 1972 წელს კენიაში აღმოაჩინეს, ისინი გავრცელებული იყვნენ სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში. საცხოვრებელ ადგილებად სავანეებსა და მეჩხერ ტყეებს ირჩევდნენ.

დმანისელი მოხუცის თავის ქალა, რომელსაც სხვები ეხმარებოდნენ რბილი საკვების მოპოვებაში. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/კულტურის სამინისტრო

საბრძოლო და საყოფაცხოვრებო იარაღები, გამოფენა “ქვის ხანის საქართველო”. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/კულტურის სამინისტრო

პირველი ჰომინინები დაახლებით 7 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ, მას შემდეგ რაც დედამიწაზე ტემპერატურამ კლება დაიწყო, წლის მანძილზე ნალექების რაოდენობა შემცირდა და კლიმატი უფრო სეზონური გახდა. აფრიკაში ტროპიკული ტყეები შედარებით უფრო მშრალმა, მეჩხერმა ტყეებმა ჩაანაცვლა. პირველი ჰომინინები სხვა პრიმატებისგან განსხვავებით გარემოს ახალ პირობებს შეეგუენ.

დმანისის ძეგლის გარდა, ქვის ხანის სხვა დასახლებებიდან ამოღებული არტეფაქტებიც გვხვდება. გამოფენის მიხედვით, ქვის ხანის ადამიანები ასევე ხმარობდნენსამკაულებს, რომლებსაც ცხოველის ორნამენტებით დაფარულ, დამუშავებულ კბილებს იყენებდნენ – ასევე ნიჟარებსაც.

ერთ-ერთი ასეთი ექსპონატია ძვლისგან დამზადებული თევზის ფორმის მახათი, რომელიც საგვარჯილეში, ძუძუანას მღვიმეში აღმოაჩინეს. განმარტების მიხედვით, თევზის ფორმას მხოლოდ დეკორატიულ ფუნქცია კი არა, სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა.

მეცნიერების ვარაუდით, მღვიმური დათვის ძვლების ნაშთები, რომლებიც ბუნებრივ თაროზე იყო დალაგებული მცირე რაოდენობის იარაღთან ერთად, ნეანდერტალელი ადამიანის საკულტო სარიტუალო ადგილი იყო, სადაც წარმატებულ ნადირობასთან დაკავშირებული რიტუალები იმართებოდა. დათვის ეს არტეფაქტები ცუცხვათის ერთ-ერთ მღვიმეში აღმოაჩნეს, რომლის შესასვლელიც საგულდაგულოდ იყო ამოვსებული.

საქართველოს ტერიტორიაზე ნეანდერტალელი ადამიანი დააახლოებით 300 ათასი წლის წინ დასახლდა. მასთანაა დაკავშირებული ქვის დამუშავების ტექნოლოგიის გაუმჯობესება, რის შედეგადაც გაიზარდა იარაღის ტიპები და მათ ფუნქციური დანიშნულება. 

დმანისელი მოხუცის თავის ქალა, რომელსაც სხვები ეხმარებოდნენ რბილი საკვების მოპოვებაში. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/კულტურის სამინისტრო

მღვიმეში აღმოჩენილი მღვიმური დათვის ნაშთები. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/კულტურის სამინისტრო

ჩრდილოეთიდან გავრცელებული ცივი ჰაერის მასებისგან საქართველოს ტერიტორიას კავკასიონი იცავდა. შავი ზღვა ინარჩუნებდა სუბტროპიკულ ჰავას, რის  გამოც დასავლეთ საქართველოში გამყინვარების გავლენა შესუსტებული იყო. გარემო დაბურული იყო ტყეებით, სადაც ბინადრობდა კეთილშობილი ირმები, მგელი, ტახი, მღვიმური დათვი, ჯიხვი. ბიზონის, ცხენის და გარეული თხის ნამარხი ძვლების აღმოჩენა მიუთითებს, რომ ტყეს სტეპი და ნახევარსტეპი ენაცვლებოდა. მდიდარი ფლორა და ფაუნა ადამიანს საცხოვრებლად ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა.

ნეანდერტალელის კვალი საქართველოში ბევრგანაა აღმოჩენილი, როგორც მღვიმეებში, ასევე ზედაპირულ ძეგლებზე.

დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ბევრი კარსტული მღვიმეა, რომელსაც ადამიანი საცხოვრებლად იყენებდა. შუა პალეოლითში მჭიდროდ იყო დასახლებული მდინარე შაბათაღელეს კანიონში მდებარე მღვიმოვანი, სადაც 12 მღვიმიდან ადამიანის ცხოვრების კვალი ხუთ ბუნებრივ თავშესაფარშია აღმოჩენილი.

დმანისელი მოხუცის თავის ქალა, რომელსაც სხვები ეხმარებოდნენ რბილი საკვების მოპოვებაში. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/კულტურის სამინისტრო

გამოფენა “ქვის ხანის საქართველო. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/კულტურის სამინისტრო

დმანისელი მოხუცის თავის ქალა, რომელსაც სხვები ეხმარებოდნენ რბილი საკვების მოპოვებაში. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/კულტურის სამინისტრო

გამოფენა “ქვის ხანის საქართველო”. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/კულტურის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი