ახალი ამბები

გარდაიცვალა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი

28 სექტემბერი, 2016 •
გარდაიცვალა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი, 93 წლის შიმონ პერესი, რომელიც ისრაელის დედაქალაქის, თელავივის საავადმყოფოში ორი კვირის წინ ინსულტის დიაგნოზით დააწვინეს, დღეს, 28 სექტემბერს, გარდაიცვალა.

პერესის პოლიტიკური კარიერა 65 წელზე მეტს ითვლიდა. 1984-1986 და 1995-1996 წლებში ნობელიანტ შიმონ პერესს ორჯერ ეკავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი, 2007 წლიდან 2014 წლამდე კი ისრაელის პრეზიდენტი იყო. ნობელის პრემია კი 1994 წელს პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების გამო მიიღო.

როგორც BBC წერს, შიმონ პერესის დაკრძალვის ცერემონიას იერუსალმის ეროვნულ სასაფლაოზე (მაუნტ ჰერცლში) პარასკევს, 30 სექტემბერს, სავარაუდოდ, დაესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, უელსის პრინცი ჩარლზი. ასევე, რომის პაპი ფრანცისკე.

მასალების გადაბეჭდვის წესი